Sky Sports Italia იუწყება, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა გაეჯიბროს თანაქალაქელ სიტის ინტერელი მარიო ბალოტელის შეძენაში. 19 წლის თავდამსხმელის აგენტმა მინო რაიოლამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთელით "ქალაქელები" აქტიურად ინტერესდებიან. იტალიური წყაროს თანახმად კი იუნაიტედის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა მილანელებს და გამოთქვა მზად ყოფნა ჩაებას თავდამსხმელისათვის რბოლაში. 19 წლის ბალოტელი ამჟამად იტალიურ ფეხბურთში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლევა. თავად ფეხბურთელმა ახლო წარსულში განაცხადა, რომ ინტერში დარჩენას ისურვებდა. როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, გუნდის გამოცვლის შემთხვევაში მარიო იუნაიტედს აირჩევს, რამდენადაც სიტი წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა.
|