მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაადასტურა ცნობა კარლოს ტევესის წასვლის შესახებ. არგენტინელის ირგვლივ მთელე სეზონის მანძილზე ვრცელდებოდა ახალ-ახალი ჭორი თუ სიმართლე. ტევესი ხან მადრიდის რეალში გადაყავდათ, ხან კი მილანის ინტერში, თუმცა რეალური შემოთავაზება არც ერთი გუნდისგან იყო.
Mirror-თან საუბარში რობერტო მანჩინიმ საბოლოოდ მოჰფინა ნათელი ტევესის ირგვლივ გამოწვეულ აჯიოტაჟს: "ჩვენ შევეცდებით ტევესთან საუბარს და მის დაყოლიებას დარჩენაზე, თუმცა წასვლა მას თავად სურს. იგი გუნდისთვის საჭირო ფიგურაა და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ მის გადარწმუნებას. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში შესაძლოა ეს გამოგვივიდეს კიდეც."
"ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასვლა ყველაფერს არ წყვეტს, თუმცა ვიცი, რომ ტევესისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია."
"მას აგრეთვე სურდა 100%-იანი გარანტია ძირითადში თამაშის, მაგრამ სამწუხაროდ მე არ შემიძლია ამის გაკეთება. გუნდში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ადგილისთვის იბრძვის და მათ შორის მხოლოდ საუკეთესოები დაიმკვიდრებენ ადგილს სიტის სასტარტო თერთმეტეულში."-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
|