მილანის ბრაზილიელი ფორვარდი, ამანტინო მანსინი ჟურნალისტებს ესაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ შეხვედრასა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დებიუტი წარმატებული არ გამოდგა, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, მილანში ყველა თბილად და მეგობრულად მექცევა."–განაცხადა მანსინიმ "Acmilannews"-თან ინტერვიუში. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გოლის გატნა მაინც ვერ მოვახერხეთ, ამას მხოლოდ გაუმართლებლობას მივაწერ. ჩვენ სწორ გზას ვადგავათ, თუ ასე გავაგრძელებთ ყველაფერი კარგად იქნება." ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ყველა ჩემი თანაგუნდელი და მათ შორის მეც ასე განვაგრძობთ, დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი ჩვენი თამაშის ხარისხით კმაყოფილია, ხოლო მიღწეული რეზულტატით არა. გარწმუნებთ, ესეც ახლო მომავალში გამოსწორდება.აუცილებლად უნდა მოვუმატოთ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სკუდეტოსათვის ბრძოლა..."–დაასრულა ბრაზილიელმა.
|