ინტერის ახალი შენაძენი
მილანის ინტერმა ოფიციალურად გაიფორმა კენიის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი მაკდონალდ მარიგა, იტყობინება კლუბის ვებ-გვერდი. ექს-პარმელი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ ბოლო წამს არჩევანი იტალიის ჩემპიონზე შეაჩერა. კენიელი კრისტიან ლედესმასა და მანუელ ფერნანდესის ალტერნატივად განიხილებოდა, ორივე ზემოთ ხსენებული თავიანთ კლუბებში დარჩნენ, ახალი კი ახალგაზრდა აფრიკელის დრო მოვიდა. იგი ინტერში 2014 წლამდე იბურთავებს.
|