რამდენიმე საათის წინ უკვე გაუწყეთ, რომ ტიფოზების მხრიდან რასიზმის შემცველი შეძახილების გამო "ინტერი" ფინანსური ჯარიმით დაისაჯა. ახლა კი, ჯარიმა მარიო ბალოტელისაც დაეკისრა.
"The Sun" იტყობინება, რომ განელი წარმომავობის იტალიელი ფორვარდი 8 600 ევროთი დაჯარიმდა, უხეში ჟესტების გამო, რომელიც, რასაკვირველია, "ნერაძურის" გულშემატკივართ "ეძღვნებოდათ".
ყველაზე დიდი დარტყმა კი ტიფოზებმა პლაკატით მიაყენეს აფრიკელს, სადაც ეწერა: "ბალოტელი საკუთარ შვილს არ აღიარებს? ესეთები მის ოჯახს ახასიათებს." ბალოტელიმ ერთხელ ვერ მოთოკა ნერვები და "კურვა ნორდს" შუა თითი უჩვენა, თუმცა ამით ულტრასები უფრო გაბოროტდნენ და ბალო საბოლოოდ გამოთიშეს თამაშიდან.
არც მოთამაშეს და არც მის აგენტს ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.