Sky Sport Italia იუწყება, რომ მანჩესტერ სიტიმ და მილანის ინტერმა მარიო ბალოტელის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად "ქალაქელები" ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან. მარიო ინგლისურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით წელიწადში 4 მილიონს მიიღებს. კლუბები ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს ან სამშაბათს გააკეთებენ. ამასობაში სავარაუდოდ ფეხბურთელი ამერიკულ ტურნეში ინტერთან ერთად გაემგზავრება, იქიდან დაბრუნებული კი სიტის შეუერთდება. ბალოტელი 12 აგვისტოს 20 წლის შესრულდება. ამ პერიოდის მანძილზზე მან სერია ა-ში 59 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. მთლიანობაში კი 86 შეხვედრაში 28 ბურთის გატანა მოახერხა.
|