მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა კატანიაში, ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართა და მეტად მოკრძალებული ანგარიშით 3–1 დამარცხდა.
"შეხვედრის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ წარმატება მაინც მეტოქეს დარჩა." – განაცხადა ბრაკამ Sky Sport-თან ინტერვიუში.
"გამარჯვება ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ მასპინძელთა თავგამოდებამ გაჭრა და ჩვენც დავმარცხდით. მართლაც დასანანი მარცხი ვიწვნიეთ."
"რატომღაც მგონია, რომ ჩემი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ფიქრობდნენ, რომელიც ლონდონში, "ჩელსის" წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი წარუმატებელი გამოსვლა."
"პირველი 20 წუთის განმავლობაში უმარავი სახიფათო მომენტი შეიქმნა ჩვენს კართან, მაგრამ საბედნიეროდ გოლი არ გაგვსვლია, სამაგიეროდ მეორე ნახევარში, წინ გასვლის შემდეგ მოადუნეს ყურადღება ფეხბურთელებმა და ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა."
"ვფიქრობ ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნდა, სერია "ა" თავიდან იწყება..."
|