ახალი განცხადება გააკეთა ექს–მადრიდელმა მარკო ბრანკამ, რომელიც ამჟამად ნერაძურას ტექნიკური დირექტორია. მისი თქმით ბაპტიშტა მილანში არ გადაბარგდება. როგორც მოგეხსენებათ, ინტერის ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს რომას ბოსებთან, მაგრამ აქედან არაფერი სასიკეთო არ გამოვიდა.
დიახ, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრანსფერი ჩაიშალა–განაცხადა ბრანკამ la roma24-თან საუბარში.
საქმის კრახი ფინანსურმა შეუთანხმებლობამ განაპირობა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დასრულებულია და შეთანხმება აღარ შედგება. "რომასთან" საუბარს ივნისში გავაგრძელებთ.
ჯერ–ჯერობით სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და სხვა ფეხბურთელების შეძენას არ გამოვრიცხავთ. გარკვეული პრობლემები ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილში გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
თვითონ ბრაზილიელ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა ინტერში გადასვლა, რადგან მისი კარიერა რომაში ვერ აეწყო. ბაპტიშტას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც ძალიან უჭირს და ამის გამოსწორებას სხვა გუნდში გადასვლით აპირებს.
ნერაძურას ხელმძღვანელობა ნიკოლა ბურდისოს გაყიდვას აპირებს, რომელიც ლუსიოსა და ვალტერ სამუელის წყვილს ვერანაირ დაბრკოლებას ვერ უქმნის. ახალგაზრდა არგენტინელი მცველი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. შესაძლოა ინტერმა ის რომელიმე საშუალო დონის კლუბში არენდის სახით გაუშვას.
|