მილანის "ინტერის" მფლობელი და პრეზიდენტი მასიმო მორატი, საკუთარი გუნდის წარმატებას ზეიმობს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მაურინიოს გუნდმა, კარლო ანჩელოტის უძლეველი "ჩელსი" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა.
"ჩვენ არამარტო ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი დავამარხეთ, არამედ საკუთარი თავის რწმენა გავიმყარეთ. ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. არ შემიძლია მაურინიო არ შევაქო, ჟოზე უბრალოდ გენიოსია." – განაცხადა მორატიმ "ინტერის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
"პორტუგალიელი საოცრად გონიერი ტაქტიკოსია, მისმა სქემამ 100%–ით გაამართლა."
"ძალიან მომეწონა ბალოტელის ასპარეზობა, დიეგო მილიტოსა და ესტებან კამბიასოზე ხომ მხოლოდ საუკეთესოს თქმა შემიძლია... მოკლედ ყველა "ინტერის" ფეხბურთელს დიდ მადლობას ვუხდი."
"დაცვამაც ბრწყინვალედ ითამაშა, ლუსიო და სამუელი სასწაულებს სჩადიოდნენ... მათ ხომ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდი, დიდიე დროგბას შეჩერება მოახერხეს."
|