შეგახსენებთ რომ ”ინტერმა” გუშინ სერია-ა-ს 24-ე ტურში ”კიევო” დაამარცხა ანგარიშით 3-1. ამის შესახებ გააკეთა კომენტარი ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, მან ასევე ისაუბრა სტანკოვიჩის დაბრუნებაზეც:
კმაყოფილი ხართ გუშინდელი მატჩით?
მე ველოდი ასეთ თამაშს, რადგან დრო იყო ინტერს საკუთარი თავი ეჩვენებინა და დაბრუნებულიყო ასპარეზზე, გუშინ გუნდს დაუბრუნდა მილიტო და კამბიასო ამანაც განაპირობა გუნდის კარგი თამაში.
რას იტყვით სტანკოვიჩის დაბრუნებაზე?
როდესაც სტანკოვიჩი სტადიონზე შედიოდა, გულშემატკივარი ფეხზე ადგა და მისი სახელს იძახდა, საოცარი რამ ხდებოდა სტადიონზე, ამით ყველაფერი ითქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ის ”ინტერისთვის” და ”ინტერის” გულშემატკივრებისთვის, მისი დაბრუნება ძალიან ემოციური იყო, რადგან ყველას ეგონა, რომ სტანკოვიჩი კარიერას დაასრულებდა. მოხარული ვარ რომ ის ისევ ჩვენთანაა, რადგან სტანკოვიჩი ”ინტერის” დიდი ისტორიის მნისვნელოვანი ნაწილია.
მილიტოს დაბრუნება ძალიან შეეტყო გუნდს ის ისევ ინტერის წამყვანი ძალაა შეტევაში?
ის ფაქტი თუ მილიტო რამდენს ნიშნავს ინტერისთვის, ამას აღნიშვნა აღარ სჭირდება(იცინის)
გუშინდელ მატჩში სტადიონიდან ისმოდა სიმღერა, სადაც ბალოტელიზე შეურაწმყოფელი სიტყვები იყო?
სამწუხაროდ ეს ასე იყო, მე გულშემატკივარს მოუწოდე რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ეს ძალიან ცუდი საქრციელია.
შეიძლება დერბიზე იგივე განმეორდეს?
ეს სამწუხარო იქნება, მაგრამ იმედი მაქვს ”ინტერის” გუშემატკივარი ამას არ იზავს, ყველანაირად ვეცდები ეს არ მოხდეს.