ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ისაუბრა ინტერის შესახებ და კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორების შესახებ:
შეერთებული შტატები, ყასახეთი და უზბეკეთი, სად შეიძლება მიითოთ ახალი პარტნიორი?
ამ დროს აჩქარება არ შეიძლება ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და შემდეგ გადავწყვეტთ, რომელია ჩვენთვის უფრო საინტერესო და მომგებიანი წინადადება.
იტალიურ ფეხბურთში არის კრიზისი, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ დიდი ბიზმესმენები, რომლებიც მზად არიან ჩადონ ინვესტიციები ინტერში, რა აზრის ხართ ამაზე?
ეს ძალიან კარგია. ასეთი რამ ჩემთვის არის პოტენციური კომერციული გარიგება.
რას იტყვით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჰანდანოვიჩი სურს ბარსელონას და 30 მილიონი შეთავაზება გააკეთა?
მე არ ვარ საქმის კურსში არანაირი შთავაზება არ მიმიღია. ჰანდანოვიჩი არის გუნდის საყრდენი და შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ის.
რას იტყვით სანჩესზე?
სანჩესი არის გენიალური ფეხბურთელი, მაგრამ მისი ყიდვა ძალიან რთულია. ჩვენი მიზანია გადავდგათ ნაბიჯები წინ და მივიღოთ ის რაც ჩვენ გვინდა და რაც გუნდისთვისაა საჭირო. სანჩესი თუ არა არიან სხვებიც.
თქვენი სინანული ამ სეზონში..
ჩვენ ვწუხვართ, რომ მონაწილეობას ვერ ვიღებთ ჩემპიონთა ლიგაზე ეს არის ჩემპიონატი, რომელიც გუნდს დიიდ ხიბლს მატებს.
ჭორი რომელიც ეხება ლეონარდოს მართალია რომ ის დაბრუნდება ინტერში?
ის არის პარიზში და ვფიქრობ იქ ბედნიერია, ჩვენ არ გვაქვს ამდაგვარი ურთიერთობა მასთან, ერთადერთი რაც ლეონარდოს დაკვაკავსირებს ეს სატრანსფერო ბაზარია( შეგახსენებთ რომ ინტერი სერიოზულადაა დაინტერესებული პსჟ-ს მცველით გრეგორი ვანდერ ვილით)