მილანის ინტერის პრეზიდენტი მასიმო მორატი ჟურნალისტებს ესაუბრა. იტალიელის განცხადებით, იგი "პარმაში" მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ყაიმს დამსახურებულ რეზულტატს უწოდებს.
ყაიმი? შესანიშნავი შედეგია, შესაძლოა ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ "პარმაში" მიღწეულ რეზულტატს წარმატებულად ვთვლი. მეტოქე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მრისხანე მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და დამსახურებული ქულაც მოიპოვეს."–განაცხადა მორატიმ "FcinterChannel"-თან ინტერვიუში.
მაურინიოს დამოძღვირლმა გუნდმა, პირადად ჩემზე არადამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენს ფეხბურთელებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ყველაფერი ანტონიო მირანტეს დიდებულმა თამაშმა გადაწყვიტა.
ჩვენი გუნდის ყველა თამაშს ვესწრები და წინსვლასაც ვამჩნევ. მართალია ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული შეხვედრა გველის ლონდონის ჩელსისთან, მაგრამ მაურინიოს ყველაფერი შეუძლია. ყველა მილანელში დარწმუნებული ვარ და მათი წარმატების მჯერა.
–დაასრულა მასიმომ
|