გუშინ გამართული დერბის შემდგეგ რომელიც 1-1 დამთავრდა, ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს:
ანდრეა სტრამაჩიონიმ 3 ”დერბის” ჯამში ორი მოიგო და ერთი ფრე, რას იტყვით ამის შესახებ?
ანდრეას პირველი დერბი განსაკუთრებული იყო(იცინის) მე კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა პირველი ნახევარი კარგად ვერ ითამაშეს, თუმცა მეორე ნახევარში შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზეს და შედეგიც მივიღეთ.
მოულოდნელი იყო სკელოტოსგან გოლი?
მოულოდნელი არაფერია ფეხბურთში, ეს მისთვისაა კარგი მან ძალიან მალე მოიპოვა ”ინტერის” გულშემატკივრების სიმპათიები, ეს დაეხმარება წინსვლაში.
შეიძლება ითქვას რომ სამირ ჰანდანოვიჩმა მოლოდინს გადააჭარბა?
მე ამას ვამბობ გულწრფელად, მან მოლოდინს გადააჭარბა.. გუშინ რაც მან გააკეთა ეს წარმოუდგენელი იყო, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ის ”ინტერის” გოლკიპერია.
რას ფიქრობთ ბალოტელიზე?
მისთვის იყო ძალიან რთული მატჩი მსიქოლოგიურად, რადგან ის იმ კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა სადაც გაიზარდა და პირველ წარმატებებს მიაღწია კარიერაში, მას ასევე უწევდა გულშემატკივრებისგან უაროფით აურის ატანა, მაგრამ მაინც კარგი მატჩი ჩაატარა და ბევრი ხიფათი შეგვიქმნა.
და მაინც ინტერმა პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და გუნდი იზდრება?
ერთ რამეს ვიტყვი გუშინ ”მილანმა” კარგი თამაში ჩაატარა. პირველ ტაიმში აშკარა უპირატესობა ქონდათ, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. გარდა ამისა ისიც უნდა გავითვლაისწინოთ რომ ორივე გუნდს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ქონდადა სხვადასხვა დანაკლისი, რა თქმა უნდა გუნდი იზრდება, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ორივე კლუბს რთული პერიოდი აქვს და თავს ორივე სხვადასხვაგვარად აღწევს ამ სირთულეს.