ჩემპიონთა ლიგის მატჩში ინტერმა უკრაინული კიევის დინამო მიიღო ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე და კიდევ ერთი ფრე გაჩარხა.მატჩი 2:2 დასრულდა,თუმცა სტუმრები 2 ჯერ იგებდნენ მატჩს.ეს უკვე გუნდის მესამე ფრეა,რის შედეგადაც ჯგუფის ქვედა საფეხურზე იმყოფება.ამაზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა.მან ყველასგან გასაოცრად თქვა,რომ არც უკმაყოფილო და არც გაბრაზებულია გუნდზე. მასიმო მორატი: არც გაბრაზებული და არც დიდად უკმაყოფილო ვარ გუნდის თამაშით.რთული ჯგუფია და ეს მე კარგად ვიცი.აქედან გამომდინარე სალაპარაკო აქ არაფერია." - აღნიშნა ოფისში მიმავალმა პრეზიდენტმა. თუმცა იტალიური გაზეტა დელა სპორტი იტყობინება,რომ გუშინ საღამოს გამწარებული მორატი გუნდის გასახდელში შევიდა და იქ იყარა ჯავრი ფეხბურთელებზე.
|