"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა მოახლოებულ დერბისთან დაკავშირებით. - "მატჩის ფავორიტად "მილანს" მივიჩნევ და ამას ვამბობ გულწრფელად და ყოველგვარი ირონიის გარეშე. ახლახან "მილანმა" "ბარსელონას" მოუგო და ისინი ძალიან შემართულები არიან, მაგრამ დერბიში მუდამ ფავორიტები როდი იგებენ." - "მინდა ვთქვა რომ "მილანმა" "ბარსელონასთან" ძალიან ჭკვიანური ფეხბურთი ითამაშა. "ბარსელონას" გოლის გატანის რეალური შანსიც კი არ ქონია. ამან მე გამახსენა ჩვენი თამაში "ბარსელონასთან", როდესაც მაურინიოს თავკაცობით ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ." - ამბობს მასიმო მორატი. შეგახსებთ, რომ დერბი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 გაიმართება.