მილანის ინტერმა სკუდეტოსა და იტალიის თასის მოგება მოახერხა, წინ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელოდება. ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მოურინიოს იტალიიდან წასვლის შესახებ. ყველაზე ხშირად ჟურნალისტები მის რეალში გადასვლაზე საუბრობენ. მილანელთა პრეზიდენტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მოურინის ჩვენთან კონტრაქტი კიდევ რამდენიმე სეზონით აკავშირებს, თუმცა რაც აქამდე გააკეთა ჩვენთვის ძალზედ მადლობელი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დავსხდებით და მის მომავალზე ვისაუბრებთ. ვიცი, რომ ჟოზე დაღლილია უკვე, რამდენათაც მთელი გულითა და სულით ასრულებს თავის სამუშაოს. ის არ განეკუთვნება ადამიანთა იმ ტიპს, რომ სეზონის მსვლელობისას მომავალზე ისაუბროს, მას პატივს ვცემ და მისი გადაწყვეტილების შესახებ ფინალის მერე გავიგებ."
ვიდეო
|