”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა კომენტარი იმ ტრანსფერებთან დაკავშირებით რომელიც იანვარში განახორციელა. გთავაზობთ ინტერვიუს რომელიც მან იტალიელ ჟურნალისტებს მისცა:
როგორ შეაფასებდით ბოლო რამოდენიმე დღეში განხორციელებულ ტრანსფერებს?
ჩვენ ვიყიდეთ შესანისნავი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, გამოვყოფ მატეო კოვაჩიჩს ჩემი აზრით ის ყველაზე დიდი შენაძენია იანვარში, ეს ბიჭი განსაკუთრებული ფეხბურთელია, ძალიან ახალგაზრდაა და მოხარული ვარ, რომ ეცმევა ”ინტერის” მაისური.
კოვაჩიჩს გუშინ ოფისში შეხვდით, რა შთაბეჭდილება დატოვა ბიჭმა რა გითხრათ, როდესაც შეგხვდათ?
ეს შეხვედრა გაგრძელდა 10 წუთს,მან მითხრა რომ ის ძალიან მოხარულია ”ინტერში” გადმოსვლით, მეც იგივე ვუპასუხე რომ მისი მოსვლა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ძალიან მიზანდასახული ბიჭია მე მგონია რომ ის უკვე მზადა ითამაშოს გუნდთან ერთად ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ბიჭია.
როგორ დაახასიათებდით კოვაჩიჩს?
მიუხედავად მისი ასაკისა, ძალიან ჩამოყალიბებული ფეხბურთელია მე აღტაცებული დავრჩი მისი თავდაჯერებული თამაშით, ჩემი აზრით ეს არია ძალიან საინტერესო შენაძენი ინტერისთვის, ჩვენ გვჭირდებოდა რაღაც ახალი. დარწმუნებული ვარ კოვაჩიჩი გაამართლებს, ფეხბურთი არის ლამაზი, როდესაც გუნდში თამაშობს პატარა პერსპექტიული ნიჭიერი ახალგაზრდა.
რას იტყვით დანარჩენ 2 ტრანსფერზე სკელოტო და კუზმანოვიჩი?
ჩვენ ვიყიდეთ ფეხბურთელები რომლებიც უშუალოდ მწვრთნელის მოთხოვნა იყო, სკელოტო სწორედ ის არის რომელიც სტრამაჩიონის მოთხოვნით შევიძინეთ, კუზმანოვიჩი კი ახალგაზრდა გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ახლა გვჭირდებოდა, მან დღეს უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად ის ძალიან კმაყოფილია ახალი კლუბით.
საერთო ჯამში ”ინტერმა” შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელა მე კმაყოფილი ვარ