”ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ისაუბრა გუშინდელი დერბის შესახებ და ყოფილი კლუბი შეაქო, შეგახსენებთ რომ მატერაცი გუშინ დერბზე იმყოფებოთა და საყვარელ კლუბს ქომაგობდა:
”ბრავო ინტერ!! მილანი კვალ ვერ გამარცხებთ. ბალოტელი? მან ვერ გაიტანა, იმიტომ რომ ჰანდანოვიჩმ არ გაატანინა. ჰანდანოვიჩმა საოცარი ბურთები მოხსნა.. ”ინტერმა” პირველი ნახევარი ისე ვერ ჩაატარა როგორც შეეფერებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გოლი გავიდა ასე მეგონა მინდორზე მათთან ერთად ვიყავი და არა ტრიბუნებზე, ჩემს გულში გაცოხლდა ის თამაშები, რომლებიც ამ კლუბის მაისურით ჩავატარე,ინტერს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ მოგება ორივე გუნდს შეეძლო, ფრე კი ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო.
კასანო? მისი თამაში მომეწონა პირველ ტაიმში, ძალიან რთულია ითამაშაო და ბევრი ხიფათი შექმნა მეტოქის კართან როდესაც თავდასხმაში გვერდით მხოლოდ პალასიო გუარინი გყავს. ”ინტერს” არ ყავს ცენტრფორვარდი ეს კი დიდი დანაკლისია თუმცა სამივემ საკუთარი დავალება კარგად შეასრულეს დარწმუნებული ვარ ”ინტერი” იბრძოლებს დასახული მიზნებისთვის”