მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველი მარკო მატერაცი, მარიო ბალოტელიზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი ტრავმირებულია, მას ლონდონის "ჩელსისთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. 'სუპერმარიო' მილანელ მედიკოსებთან გადის კონსულტაციებს, მაგრამ როდის მოახერხებს განელ–იტალიელი მოედანზე დაბრუნებას არავინ იცის.
"მარიოს დაბრუნებას მოუთმენლად ველით, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. ბალოტელი უკვე კარგა ხანია მოედანზე არ გამოსულა, იმედი მაქვს იგი მალე გამოჯანმრთელბდება და ჩვენს დახმარებასაც მოახეხებს." – განაცხადა მატერაციმ გუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
"პალერმოსთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მათი დამარცხება ნამდვილად შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ."
|