"ინტერის" ვეტერანმა ფეხბურტელმა მარკო მატერაციმ ისაუბრა "ინტერი" ამჟამინდელ მდგომარეობაზე:
”გუშინ რაც მოხდა ეს უკვე მეტისმეტია დროა იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ გადახედოს მსაჯების შცდომებს. ”ინტერს” რაც შეეხება შეიძლება ბევრმა თქვას, რომ გუნდს მაინც არ ეპატიება ეს შეცდომა მიუხედავად მსაჯის შეცდომებისა, მე ასე არ ვფიქრობ ”ინტერი” ახალი გუნდია და აკლია წამყავნი ფეხბურთელები: მილიტო, პალასიო, სტანკოვიჩი ეს გუნდის ბირთვია და ამას დამატებული გუნდი ახალი შქმნილია ამ დროს მსაჯის შეცდომა გუნდზე ფსიქოლოგიურად მომაკვდინებელ გავლენას ახდენს.
როგორც ”ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი და გულშემატკივარი მგონია რომ ახლანდელი ”ინტერი” არ არის მზად ჩემპიონთა ლიგისთვის, რადგან გუნდი არაა შემდგარი, მე ვთვლი რომ ”ინტერმა”ევროპის ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს, ესაა ჩემპიონატი სადაც ახალი გუნდები ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან, ამ ჩემპიონატზე გუნდი გამოცდილებას ღებულობს და ემზადება ისეთი დიდი გამოწვევისთვის როგორიც ჩემპინთა ლიგაა. სტრამაჩიონი? მე ვთვლი რომ ინტერის ასეთ მდგომარეობაში მას ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის, მგონია რომ ინტერმა კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეს, რადგან ის ყველაზე მეტად იცნობს ამ ”ინტერს” და იცის გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები.
გარდა ამისა ”ინტერი” მთავარი მიზანი ზაფხულში უნდა იყოს კარგი ტრანსფერები რათა გუნდი ასეთ მდგომაარეობაში აღარ ჩავარდეს, მინდა ავღნიშნო ალვარესი მგონისა რომ ეს ბიჭი ”ინტერის” დიდი მომავალია და მეტ შანსს იმსახურებს”.