"ინტერს" ლეგენდამ მარკო მატერაციმ კომენტარი გააკეთა მის "მემკვიდრე" ადრეა რანოკიას გოლზე და მან აღნიშნა რომ ანდრეას თავისუფლად ძალუძს 6-7 გოლის გატანა სეზონში. იტალიელმა "კიევოს" წინააღმდეგ მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა თუ გოლი მომენტს არ ჩავთვლით როცა ლუკა რიგონიმ თავური დარტყმით გაიტანა გოლი. ზუსტად 5 წუთში რანოკიამ კუთხურიდან რომელიც კასანომ ჩამოაწოდა შესანიშნავი გოლი გაიტანა, გოლი რომელიც როგორც მან აღნიშნა სტანკოვიჩს მიუძღვნა. " მე ვფიქრობ რომ ანდრეა ინტერის დაცვის ლიდერი გახდება, ის თავით ბრწყინვალედ თამაშობს და სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მას გოლების გატანა შეუძლია."
|