”ინტერის” მცველმა არგენტინელმა მატიას სილვესტრე იძულებულია 20 დღე გამოტოვოს, მიზეზი კი ფეხთან დაკავშირებული პრობლემებია. კუნთებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მან ვერ მიიღო მონაწილეობა "კლუჟის" წინააღმდეგ. გუნდისთვის მითუმეტეს იმ სიტუაციაში როდესაც არც რანოკია და არც ვალტერ სამუელი იქნება მილანის წინააღმდეგ დიდი დანაკლისია. სილვესტრემ "პალერმოდან" ინტერში გადასვლის შემდეგ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "ნერაძურის" შემადგენლობით მხოლოდ შვიდი მატჩის ჩატარება მოახერხა. იანვარში მას იტალიური კლუბები ეპატიჟებოდნენ მაგრამ ინტერში დარჩენა ამჯობინა. აშკარაა რომ ანდრეა სტრამაჩონი მას ევროპის ლიგაზე და იტალიის თასზე უფრო იყენებს და ენდობა ვიდრე სერია ა-ში.
|