მილანის ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი, მილანურ დერბიში ფავორიტად ლეონარდოს შეგირდებს მიიჩნევს. Football italia -სთან საუბარში, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა უფრო შორს იყურება და ამ მატჩის მოგების შემდეგ, ინტერს სერიაA-ს მოგებას უწინასწარმეტყველებს. მილანურ დერბიში ფავორიტად ინტერს მივიჩნევ, იმიტომ, რომ მას შემადგენლობაში სამუელ ეტო’ო ყავს. მას მარტოს შეუძლია ამა თუ იმ შეხვედრის ბედის გადაწყვეტა. მაღალი კლასის ფორვარდი მილანსაც ჰყავს - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ხვალ ის მოედანზე არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დერბიში კამერუნელი შვედზე უკეთ ითამაშებდა. ინტერმა ძალიან კარგი ფორმა აკრიფა და მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ დერბიში, არამედ სკუდეტოსთვის ბრძოლაშიც გამარჯვებული ის იქნება. მათ მორიგი საჩემპიონო ტიტული ელოდებათ - განაცხადა მათეუსმა.
|