მილანის ინტერის მთავარი წვრთნელი ჩელსისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელშიც ერთმანეთს "ნერაძურა" და ლონდონის "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. გასული მატჩი მილანელთა ხმაურიანი გამარჯვებით 0–1 დასრულდა, ასე რომ მაურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
"ძალიან ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო, ჩემმა შეგირდებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვეს." – განაცხადა პორტუგალიელმა Sky Sport-თან ინტერვიუში.
"ინტერი 1/4 ფინალშია, გასულმა შეხვედრამ ყველას დაანახა, რომ მილანური გრანდი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია. მართალია ჯგუფურ ეტაპზე ბარსელონასთან დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი მომავალია, წარსული კი უბრალოდ წარსულია..."
"ჩემი ფეხბურთელები 90 წუთის მანძილზე თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მათი შრომა ფასდაუდებელია. ჩელსის წინააღმდეგ გამართული მატჩი პატარა ფეხბურთელების ეტალონია, მათ ამ თამაშს მრავალჯერ უნდა უყურონ, რათა დააფიქსირონ, თუ რა შეუძლია მონდომებას, ბრძოლას და გამარჯვების დაუცხრომელ წყურვილს..."
|