მადრიდის "რეალის” თავკაცი ჟოზე მაურინიო მიიჩნევს, რომ მთელი სამწვრთნელო კარიერა წინ აქვს. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვები ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა.
მაურინო მილანის "ინტერში” დაბრუნებას არ გამორიცხავს. პორტუგალიელ მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ნერიაძურიში” გაატარა. "ინტერში” დაბრუნებას არ გამოვრიცხავ. რატომაც არა? ყველაფერი წინ მაქვს. მინიმუმ, კიდევ ოცი წელი ვიმუშავებ. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს”, – განაცხადა მაურინიომ. შეგახსენებთ, ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იკერ კასილასმა და სერხიო რამოსმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ულტიმატუმი წაუყენეს, თუ მაურინიო კლუბში დარჩება, ჩვენ აქედან წავალთო. აღნიშნული ცნობა მოგვიანებით პერესმა და ფეხბურთელებმა უარყვეს. ესპანელმა მოთამაშეებმა აღნიშნეს, რომ მაურინიოსთან სრული იდილია აქვთ.
|