დღეს დილით, ჟოზე მაურინიომ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა... შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, სერია "ა"–ს XXV ტურში, მილანის ინტერმა სამპდორიას უმასპინძლა და ყაიმს დასჯერდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნერაძურა 35–ე წუთიდან მოყოლებული 9 კაცით თამაშობდა.
ინტერი 6 ფეხბურთელითაც ძალიან ძლიერია, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხს... – განაცხადა მაურინიომ Sky Sport - თან ინტერვიუში.
გუშინ, პორტუგალიელი თავკაცის დამოძღვრილმა გუნდმა ძალიან ლაღად და რაც მთავარია გმირულად ითამაშა. 2 კაც ნაკლულმა მილანელებმა მრისხანე მეტოქეს დიდებული წინააღმდეგობა გაუწიეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს...
ჩემმა ფეხბურთელებმა გმირობა ჩაიდინეს, ასეთი რამ ჯერ არ მინახავს. მთელი ტაიმ ნახევარი 9 კაცით ვთამაშობდით და მაინც სასურველ შედეგს მივაღწიეთ...
|