ნერაძურას" მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მოხდება სასწაული და "მოხუცი სენიორას" დამრიგებლის პოზიციაზე, ისევ ჩირო ფერარა დარჩება. პორტუგალიელის აზრით, მის გუნდს ისეთ დიდ წინააღმდეგობას ვერც ერთი გრანდი ვერ გაუწევს, როგორც ამას ფერარას დამოძღვრილი "იუვენტუსი" აკეთებდა...
"ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, ჩიროს დამოძღვრილმა "იუვენტუსმა" სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ პირველი წრის შუა ნაწილიდან ყველაფერი აურია. ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის, ყველაზე მეტი დანაშაული სწორედ ფეხბურთელების სინდისზეა."–განაცხადა მაურინიომ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
"იასპარეზო უდანაკარგოდ, აჩვენო ლამაზი ფეხბურთი, მოიგო სკუდეტო–ეს ყველაფერი, რომ შეძლო არამარტო მწვრთნელი, არამედ გმირი უნდა იყო. ასეთი არც ადამიანი არსებობს და არც გუნდი..."
"იუვე" ძალიან ძლიერი კლუბია, მაგრამ წლევანდელ სეზონს სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა. ამას ფერარას აბრალებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, ყველაფერს მწვრთნელს ვერ დააბრალებენ."
"ჩემი აზრით, ჩიროს დამოძღვრილი "მოხუცი სენიორა" უფრო დიდ წინააღმდეგობას გავიწევს, ვიდრე ნებისმიერი ახალი თავკაცის მიერ გაწვრთნილი "იუვე". ფერარა გუნდს კარგად შეეწყო და ახლა მისი პოსტიდან მოხსნა ნამდვილი საცოდაობა
|