მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ჟოზე მაურინიო საკუთარ ძალებში 100 პროცენტით დარწმუნებულია...
გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. ჩელსის წინააღმდეგ მიღწეულმა შედეგმა, უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა. ასე, რომ ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. – განაცხადა მაურინიომ "Tuttosport"-თან ინტერვიუში.
ლონდონელთა მარცხი ჩემი გუნდის არაჩვეულებრივმა თამაშმა განაპირობა და არა ფორტუნამ, (როგორც ბევრს ჰგონია.) ინტერს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, ეს ევროპული გრანდი იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი.
მილანელები საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ, სტემფორდ ბრიჯზე ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შეგვაშინებს... – დაასრულა ჟოზემ.
|