მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი მიღწეული შედეგით კმაყოფილია... შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნერაძურამ" ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვერაში ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და მეტოქე დიდი გაჭირვებით 2–1 დაამრაცხა.
გასულ თამაშში, ანგარიში მე–3 წუთზე გაიხსნა, თავი დიეგო მილიტომ გამოიჩინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ლონდონელები უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქე გუნდი საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს... ასე იყო, თუ ისე 54–ე წუთზე სალომონ კალუმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ესტებან კამბიასომ 5 წუთში საპასუხო გოლი შეაგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"სიმართლე გითხრათ, მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაცილებით მეტი შეგვეძლო. 2–1 გავიმარჯვეთ, თითქოს ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ არა, ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაწყდება." – განაცხადა მაურინიომ "Fc Inter.it"-თან ინტერვიუში.
"ლონდონელებს რეზულტატის შემმობრუნების ამბიცია ნამდვილად გააჩნიათ. მე ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ განმეორებით მატჩში ყველაფერი გაცილებით რთულად შესასრულებელი იქნება. მე პირადად 2–1_ს, 0–0 მერჩივნა."
"გასული წლების დავიწყება არ შეიძლება, მანჩესტერ "იუნაიტედი", "ლივერპული", "ვალენსია"... ძველი შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. მიღწეული შედეგით ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, თორემ ჩათვალეთ ყველაფერი დამთავრდა..."
"კარგად მახსოვს დიდიე დროგბას საჯარიმო, ლამპარდის ახლო მანძილიდან დარტყმული და ჟულიო სეზარის თავგანწირული ნახტომი... ეს საგანგაშო სიგნალია, ერთს ვიტყვი და დავამთავრებ, გუშინ ძალიან გაგვიმართლა და ამავდროულად არც გაგვიმართლა... ერთის მხრივ გამარჯვება კარგია, მაგრამ გააფთრებული "ჩელსის" წინააღმდეგ ბრძოლაზე რთული არაფერია." – დაასრულა მაუმ.
|