ინტერის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო თვლის რომ ინტერი გასულ წელზე ძლიერია და ამიტომ სეზონის ბოლოს მისგან ევროთასებსაც უნდა ველოდოთ
ჟოზემ თავისი ჩვეული მანერით ისაუბრა ჟურნალისტებთან თავისი გუნდის შანსებზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში
ჩემი გუნდი გასულ წელზე ძლიერია.ყველა იდეალურადაა მომზადებული.როცა ყველა ჯანმრთელადაა და კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება მე მეძლევა თავისუფლება ვარიაციების განხორციელებისა.ჩემი ბიჭები ბრწყინვალედ გამოდიან ნებისმიერი რთული სიტუაციიდან და წარმატებით ართმევენ თავს ნებისმიერ დავალებას.ძალიან მომწონს ინტერის შეტევის ხაზი.აქ არიან ფეხბურთელები,რომლებმაც იციან რამდენ ხანს უნდა აკონტროლონ ბურთი და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებენ.გასულ წელს ვერცერთი ნახევარმცველი ვერ აჩვენებდა ისეთ თამაშს როგორსაც სნეიდერი გვიჩვენებს.ვესლი ძალიან კრეატიული ფეხბურთელია,რომელსაც დიდი ფანტაზია გააჩნია.ლუსიო კი შეუდარებელია მაღალი ბურთებისათვის ბრძოლაში და მოგერიებაში.ერთი სიტყვით გუნდს ყველა პირობა და მონაცემი აქვს იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს ევროპის ტურნირებზე.
ჩვენ კარგად გვესმის რომ შეხვედრა გველის ურთულეს მეტოქესთან,როგორიც არის ჩელსი,მაგრამ არც იმათ უნდა დაავიწყდეთ,რომ ინტერთან ადვილი გასეირნება არ ელით.მე ბევრი რამ ვიცი მათზე და ასევე კარგად მიცნობენ ისინიც.რათქმაუნდა მე მაქვს ინფორმაცია თითოეული ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებზე,ასევე ბევრმა ლონდონელმა იცის ჩემი მენტალიტეტის და ფსიქოლოგიის ამბები.ორივე გუნდს წარმატების თანაბარი შანსები აქვს."
სერია ა აუცლიებლად უნდა მოვიგოთ,ამას წყალი არ გაუვა.მე ყოველთვის ვამბობ სკუდეტო მხოლოდ უძლიერეს ერგება.ევროპაში კი ბევრი ნიუანსია წარმატების მისაღწევად:შეიძლება ერთი დღე ერთი გუნდისთვის ბედნიერების მომტანი იყოს და მეორესათვის პირიქით.ვიმედოვნებ რომ წელს ფორტუნა ზურგს არ შეგვაქცევს."
მე კარგი ურთიერთობა და მოგონებები მაქვს ანჩელოტისთან,გასულ სეზონში ჩვენმა კლუბებმა ფრე (1:1) ითამაშეს,როცა პორტუს" მწვრთნელი ვიყავი ჩემი გუნდი დამარცხდა "მილანთან" სუპერთასის ფინალში...ასეთი პრინციპულია ჩვენი ურთიერთშეხვედრები"– განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ რომ "ინტერი"–"ჩელსის" დაპირისპირება ლიგის 1/8 ფინალში 24 თებერვალს შედგება ჯუზეპე მეაცაზე.
|