ჟოზე მაურინიომ თამაშის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე და ასევე ბალოტელისთან კამათზე ისაუბრა
გუშინ პრესკონფერენციაზე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ,იყო თუ არა დღევანდელი შედეგი წარმატების მომტანი ამას მხოლოდ განმეორებითი თამაშის შემდეგ მივხვდებით.ის ფაქტი რომ საკუთარ მოედანზე გოლი არ გავუშვით მცირე უპირატესობას გვაძლევს.ფლორენციაში თამაში ყოველთვის რთულია და მომავალი დაპირისპირებაც არ იქნება გამონაკლისი.შედეგით კმაყოფილი ვარ,მაგრამ ჩემი ფეხბურთელებისაგან მეტს ველოდი,მეორე ტაიმში "ფიორენტინა" ძალიან აქტიური იყო და მოედნის ცენტრში ფეხბურთელის დამატებაც კი მომიხდა.
თამაშის ბოლო წუთებზე სათადარიგოთა სკამის ახლოს მცირე შელაპარაკება მოხდა მაურინიოსა და ბალოტელის შორის,მან შეცვლის შემდეგ აშკარად განაწყენებულმა ხელთათმანები მინდორზე დაყარა და პირდაპირ სკამებზე გადავლით მოედანი დატოვა
'ბალოტელიმ შეცდომები დაუშვა,იგი არ ჩადის კუთხურების დროს საკუთარ საჯარიმოში და ეს მე ძალიან მიშლის ნერვებს." – განაცხადა მაურინიომ.
"მარიომ გუნდის დაცვაზეც უნდა იფიქროს,როცა ამის საჭიროებაა და არ მაინტერესებს მან კონტაქტური ლინზები დაკარგა თუ ა.შ."
|