იტალიის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთის წინაშე, მილანის "ინტერი" და დედაქალაქური "რომა" წარსდგნენ. მიმდინარე მატჩს უდიდესი ინტრიგა ახლდა თან, სწორედ ოთხშაბათს გაირკვა ტრიუმფატორი გუნდის ვინაობა, რომელმაც სერია A-ს მასშტაბით პირველი ტიტული მოიპოვა. გასული შეხვედრა, მაურინიოს გუნდის დამსახურებული გამარჯვებით 1–0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი, დიეგო მილიტოს ანგარიშზეა.
ტურნირი: კოპა იტალია
გუნდები: ინტერი (მილანი) — რომა (რომი)
შედეგი: 1–0
ადგილი, დრო: 5 მაისი 2010, 22:45 | რომი, სტადიო ოლიმპიკო
გოლები: მილიტო 40′
ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, მატერაცი, კორდობა (სამუელი, 39), კივუ, კამბიასო, ტ.მოტა, ძანეტი, სნეიდერი (ბალოტელი, 6; მუნტარი, 90), ეტო'ო, მილიტო.
რომა: ჟულიო სერხიო, ბურდისო (მოტა, 46), ჟუანი, მექსესი, რიისე, დე როსი, პიზარო (ტოტი, 46), ტადეი, პეროტა, ვუჩინიჩი, ტონი (მენესი, 63).
გაფრთხილებები: ბურდისო (14), მატერაცი (35), პეროტა (37), მექასესი (45), კივუ (45), სამუელი (53), ტოტი (63), ბალოტელი (87).
გაძევება: ტოტი (88).
ინტერი 1–0 რომა – შეხვედრა მშვიდ ტემპში მიმდინარეობდა. რომაელი ფეხბურთელები ბურთს მოედნის ცენტრში ათამაშებდნენ და სწორედ ამ მომენტში დაუშვეს მათ მიუტევებელი შეცდომა, შეტევაში გართულ რომაელებს, მილანელთა მოულოდნელი კონტრშეტევა გამოეპარათ, ბურთი დიეგო მილიტომ მიიღო, რომელმაც რანიერის გუნდის დაცვა მარტივად გაარღვია და მეკარე ჟულიო სერხიოს კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.
ასე და ამგვარად, მილანის "ინტერმა" მიმდინარე წელს, პირველი ტიტული მოიპოვა და საკუთარ გულშემატკივარს კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა აჩუქა...
|