მილანის "ინტერის” ხელმძღვანელები აპირებენ კატალონიური "ბარსელონას” მცველი გაბრიელ მილიტო დაიმატონ…
გამოცემა Tuttosport-ის ცნობით "ნერიაძურის” წარმომადგენლები ესპანელ კოლეგებს მალე მიმართავენ წინადადებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ 29 წლის მილიტო 18 თვიანი ტრავმის შემდეგ ახლახან დაბრუნდა. მას უმძიმესი ტრავმის გადატანა მოუწია.
ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 7-დან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს.
"ინტერში” გაბრიელის ძმა თამაშობს, საუბარია დიეგო მილიტოზე, რომელიც ძმისგან განსხვავებით თავდამსხმელია.
|