კატალონიური ბარსელონას ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში არსენალის წინააღმდეგ პოკერი შეასრულა "ინტერთან” გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა… შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე 4-1 სძლიეს არსენალს, ოთხივე გოლის ავტორი მასპინძელთაგან კი მესი გახლდათ. საბოლოო ჯამში კი ბლაუგრანამ. არსენ ვენგერის გუნდი 6-3 დაამარცხა და ნახევარფინალში იმ ინტერს გაეჯიბრება, რომელმაც შინაც და გასვლაზეც ერთნაირი ანგარიშით 1-0 დაამარცხა ცსკა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ინტერს უკვე შევხვდით, მაგრამ ნახევარფინალური მატჩი ჯგუფურ ეტაპზე გამართული შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული იქნება. თამაში ნამდვილ ბრძოლად გადაიქცევა. რაც შემეხება მე, ჩემს თავზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა იტალიელთა წინააღმდეგ გოლის გატანა მინდა, მაგრამ მთავარი არა პირადი წარმატება , არამედ გუნდური შედეგებია!” – განაცხადა მესიმ ბარსას ოფიციალურ ტელეარხთან საუბრისას. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 2-0 დაამარცხა ინტერი, ხოლო სან სიროზე გამართულ შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.
ნახევარფინალური მატჩები კი 20 და 28 აპრილს გაიმართება
|