როგორც CBayern-Munchen.com იტყობინება ინტერი აქტიურად განაგრძობს კონტაქტს გერმანულ გრანდთან და ტონი კროსის გადმობირებაზეც ფიქრობს.როგორც ეს გამოცემა იტყობინება,ინტერი აქტიურად აკვირდება კროსთან დაკავშირებულ მოვლენებს და თუკი გერმანული გრანდი ვერ შეათანხმებს კონტრაქტის პირობებს მასთან,მაშინ ინტერი ეცდება მის იტალიაში წამოყვანას. ბაიერნელებს ჯერაც არ გაურკვევიათ რა ადგილი შეიძლება დაიკავოს კროსმა მათ გუნდში. კროსი სავარაუდოდ სეზონის საუკეთესოც შეიძლება გახდეს.იგი ლევერკუზენის შემადგენლობაში გამოდის არენდის წესით.კონტრაქტი ბავარიასთან 2012 წლამდე აკავშირებს,თუმცა თუკი ინტერი რეალურად შეეცდება მის გადმობირებას,შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
|