მოახლოებული მილანური დერბის წინ გთავაზობთ რამოდენიმე ფეხბურთელს ახლო წარსულიდან, რომლებმაც ორივე კლუბის მაისური მოირგეს თავიანთ კარიერაში.
ფრანჩესკო კოკო
იტალიელი თავის დროზე პაოლო მალდინის მემკვიდრედ მოიაზრებოდა. მაგრამ არადამაჯერებელმა თამაშმა და ცუდმა ქცევამ მოედნის მიღმა, აიძულა მას მილანური კლუბების გარდა კიდევ არაერთი კლუბის გამოცვლა.
ედგარ დავიდსი
თავისი გრძელი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ჰოლანიელი "პიტბული" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე ჩამშლელად ჩამოყალიბდა. მაგრამ მილანურ კლუბებში თავი ვერაფრით გამოიჩინა. კარიერის დასაწყისში ჯერ მილანში იჯდა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ბოლოსკენ კი უკვე ინტერში.
კლარენს ზეედორფი
ორი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჰოლანდიელი კვლავ კალჩოში დაბრუნდა და ინტერის შავ-ლურჯი მაისური მოირგო. ინტერში მან გაატარა ორი სეზონი და თავი დიდად არაფრიდ გამოუჩენია. ყველაზე დასამახსოვრებელი მის ინტერულ კარიერაში არის იუვენტუსისთვის გატანილი ორი ულამაზესი ბურთი, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ინტერის ქომაგების გულებში. ამ ყველაფერს კი მოჰყვება ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. ზეედორფი მერვე სეზონს ატარებს მილანის რიგებში და ამ ხნის მანძილზე ლამაზი გოლების გარდა თავი კიდევ ორი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაგვამოხსოვრა. ჰოლანდიელი მილანის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
რონალდო
ბრაზილიელი ფენომენი ერთადერთი ფეხბურთელია რომელმაც გოლი გაიტანა მილანურ დერბიში როგორც ინტერის ასევე როგორც მილანის ფეხბურთელმა. მიუხედავად გაუთავებელი ტრავმებისა "კიჭა" სამუდამოდ ჩაეწერა ინტერის ისტორიაში. მისი 49 გოლი რომელიც მან გაიტანა ინტერის მაისურით არის დაუვიწყებელი ყველა ინტერის გულშემატკივრისთვის.
ანდრეა პირლო
ინტერში თავდამსხმელად მოსულმა ანდრეა პირლომ თავი ვერაფრით გამოიჩინა და სწრაფადვე იქნა გუნდიდან გაშვებული. მილანთან ერთად კი მან უკვე კლუბის თანამედროვე ისტორია შექმნა. ახალი პოზიცია, ახალი ტიტულები და ახალი მწვერვალები. "როსონერიში" იგი ჩამოყალიბდა როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევამრცველი. პირლო მილანისთვის შეუცვლელი ფიგურაა.
და სხვები
1) დომენიკო მორფეო
2) ჯუზეპე ფავალი
3) კრისტიან ბროკი
4) ანდრეს გული
5) ერნან კრესპო
6) მაურიციო გრანცი
7) ტომას ხელვეგი
8) რობერტო ბაჯო
9) დარიო სიმიჩი
10) კრისტიან პანუჩი
11) სერჟიო ბატისტინი
12) კრისტიან ვიერი
|