ინტერის" ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო კვლავ ტრავმირებულია, თუმცა მალე დაიწყებს ვარჯიშს და სექტემბრის შუა რიცხვებში თამაშსაც შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, ის ამას იმედოვნებს და სურს 15 სექტემბერს "იუვენტუსთან" შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა:" ჯერჯერობით არ ვიცი როდის ჩავდგები მწყობრში. არ მინდა არც თქვენ მოგატყუოთ და არც საკუთარი თავი მოვიტყუო. ასე არასოდეს დავშავებულვარ. ჯოჯოხეთური ტკივილი მქონდა. კი მქონდა კუნთების პრობლემები, თუმცა ამასთან შედარება არც შეიძლება. ძნელია უქმობა და იმის ყურება, რომ გუნდს ვერაფრით ეხმარები. ექიმები ვერ მეუბნებიან როდის მოვმჯობინდები. მთავარია საქმე უკეთა მაქვს და მწყობრში ჩავდგები". მილიტომ "ინტერში 153 მატჩში 73 გოლი გაიტანა და მისი დახმარება გუნდს ძალიან ჭირდება.
|