მთავარი » 2013»თებერვალი»6 » მილიტო, კამბიასო და სტანკოვიჩი დაბრუნდენ, სამუელს და ობის დრო სჭირდებათ
16:21
მილიტო, კამბიასო და სტანკოვიჩი დაბრუნდენ, სამუელს და ობის დრო სჭირდებათ
მიუხედდავათ იმისა, რომ ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ სრული ნდობა გამოუცხადა მილანური კლუბის დღევადელ მესაჭეს, ანდრეა სტრამაჩონის, პრეზიდენტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი და დადებითი შედეგების ჩვენება უნდა დაიწყოს ძალიან მალე: "კიევოს" წინააღმდეგ ამ კვირას.
ამისათვის ანდრეას დაეხმარება რამდენიმე ლაზარეთიდან ახლახანს დაბრუნებული ფეხბურთელები. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ანდრეას შემდეგ ტურში ვერ დაეხმარებიან კრისტიან კივუ და ფრედი გუარინი (დისკვალიფიკაციის გამო). როგორც sky sport 24 იტყობინება სავარაუდოდ დიეგო მილიტო რომელსაც მუხლთან პრობლემები ჰქონდა მწყობრში იქნებაა შემდეგი ტურისთვის. იგივე ეხება ესტებან კამბიასოს რომელსაც ტერფთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და წინა ტურში "ტორინოს" წინააღმდეგ ვერ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ არგენტინელი გუარინთან ერთად ამ სეზონში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს, არა მარტო ნახევარდაცვაში არამედ იყო თამაშები როდესაც კამბიასოს დაცვაშიც კი მოუწია მწვრთნელის მიერ დაკისრებული სამუშაოს შესრულება.
ასევე დადებითი ინფორმაციაა ვალტერ სამუელთან დაკავშირებითაც, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, სავარაუდოდ არგენტინელი ამ კვირაში სრული დატვირთვით შეუდგება ვარჯიშს და იმედი აქვს რომ დერბისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
და ბოლოს ვისაუბროთ დეიან სტანკოვიჩზე რომელსაც პრაქტიკულად მთელი სეზონი არ უთამაშია. სასარგებლო ინფორმაციაა სერბ ფეხბურთელთან დაკავშირებით, სავარაუდოდ სათადარიგო სკამზე იქნება "კიევოსთან" გასამართ მატჩში.
2 კვირა დასჭირდება ჟოელ ობის სრულად აღდგენითი პროცესის დასასრულებლად.
საერთო ჯამში დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, გამომდინარე იქიდან რომ სულ მალე თითქმის სრული შემადგენლობით მოუწევს თამაში ანდრეა სტრამაჩონის. რომელიც როტაციის საკმაოდ მოყვარულია. და თუ როგორ აისახა ეს შედეგზე კარგად ვხედავთ.