მილანის ”ინტერის” თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ შესაძლოა თავისი კარიერა არგენტინულ ”რასინგში” განაგრძოს.
”ნერაძურისთან” არსებული კონტრაქტი არგენტინელს შემდეგი სეზონის დასრულებამდე აკავშირებს, ასე რომ მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ გარკვეული ჭორები არსებობს.
ასე მაგალითად, Goal.com-ს წერს, რომ მილიტო ”რასინგში” დაბრუნებაზე ფიქრობს, რომელშიც იგი თავის საფეხბურთო კარიერას იწყებდა. ამ შესაძლო ტრანსფერს ხელი შესაძლოა მასიმო მორატიმ შეუშალოს, რომელმაც აქამდე განაცხადა, რომ, ფეხბურთელს მისი კონტრაქტის ამოწურვამდე არსად გაუშვებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად მილიტო მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ მკურნალობს, რომელიც მან ჯერ კიდევ თებერვალს, ევროპის ლიგის ფარგლებში გამართულ მატჩში მიიღო. როდესაც მილანური კლუბი "კლუჟს" უპირისპირდებოდა, მატჩის დებიუტშივე არგენტინელის ტრავმის გამო ანდრეა სტრამაჩონი იძულებული აღმოჩნდა ცლილება გაკეთებინა როგორც შემდეგში გაირკვა მილიტოს დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა რომ მთელი სეზონის განმავლობაში ის სამწუხაროდ გუნდს ვერ დაეხმარება.