მილანის ინტერის ფორვარდი დიეგო მილიტო აცხადებს რომ სათამაშო გეგმამ,რომელიც ამ მატჩისათვის აირჩია მისმა გუნდმა,სავსებით გაამართლა "ჩვენი ოცნება ფინალში თამაშია და მიხარია რომ ამ მიზნისაკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით.ასევე კარგად გვესმის რომ საქმე ბოლომდე ჯერ არ გაგვიკეთებია და ზეიმი ჯერ ადრეა."ბარსელონასთან" კიდევ 90 წუთი თამაში გველის,უბრალოდ დღევანდელი გამარჯვება უფრო მშვიდად გამგზავრების საშუალებას მოგვცემს ესპანეთში.ჩვენ კარგად სევისწავლეთ "ბარსელონა' და მთავარი ამოცანა მათი ჯგუფური შეტევების ნეიტრალიზება იყო.ვფიქრობ რომ ამის გაკეთება შევძელით.მესი უდავოდ შესანიშნავი ფეხბურთელია,მაგრამ მას პრაქტიკულად ბურთის მიღების საშუალებაც არ მივეცით."
შეგახსენებთ რომ მილიტომ ამ მატჩში გოლი გაიტანა და ასევე ორი საგოლე გადაცემა გააკეთა