მას შემდეგ რაც დიეგო მილიტომ კოპა იტალიის პირველ ნახევარფინალში გადამწყვეტი გოლი შეადგო, ახალ იბრაჰიმოვიჩს ეძახიან. ეს ზედმეტსახელი, არგენტინელს ცოტა არ იყოს და არ ესიამოვნა... მისი განცხადებით, ზლატანი სულ სხვა სტილის მოთამაშეა და შვედთან არანაირი საერთო არა აქვს.
გარდა "ფიორენტინასთან" გატანილი გოლისა, მილიტომ ძალიან ბევრ შეხვედრაში მოახერხა გუნდისთვის 3 ქულის მოპოვება. ასეთი წარმატებული მოქმედებების შემდეგ, არგენტინელს "ახალი იბრა" შეარქვეს, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს ასეთი მიმართვა ფრიად არ სიამოვნებს.
"მე და იბრა? მე სულ სხვა სტილის მოთამაშე ვარ და შვედი სხვა. მილიტო და ზლატანი განსხვავებული ინდივიდები არაიან, რომელთაც თავისებური პლიუს–მინუსები აქვთ."–განაცხადა არგენტინელმა "TuttoMercatoWeb.com"-თან ინტერვიუში.
"მაშ ასე, ჩვენ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გადავლახეთ... ეს კი ფინალში გასვლის საწინდარია, ეს ტურინი აუცილებლად უნდა მოვიგოთ."–დაასრულა მილიტომ.
|