”ინტერის” 33-ი წლის ფროვარდ არგენტინელ დიეგო მილიტოს ოპერაცია ჩაუტარდა. "ინტერის" ოფიციალური საიტი ადასტურებს და იტყობინება რომ მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მილიტოს თვეები ესაჭიროება რომ აღიდგინოს ფორმა, მისთვის სეზონი ფაქტიურად დასრულებულია. სავარაუდოდ ის ფეხბურთს 7-8 თვით ჩამოშორდება. არგენტინელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ტკივილისგან შოკირებულმა ცრემლებით დატოვა მეაცას მოედანი. ყველა "ინტერის" გულშემატკივრები მას მხარდაჭერას ვუცხადებთ.
|