უდინეზესთან გამართულ შეხვედრაში ინტერის არგენტინელი თავდამსხმელი დიეგო მილიტო დაშავდა. თავდაპირველად ტრავმა უმნიშვნელო ეგონათ, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაშავება მნიშვნელოვანია და არგენტინელ ფეხბურთელს 1 თვე დასვენება მოუწევს. მილიტოს არყოფნა არგენტინის ნაკრებისთვისაც დიდი დანაკლისი იქნება, შეგახსენებთ, რომ მარადონას "ალბისელესტე" საკმაოდ რთუმ მდგომარეობაშია და მუნდიალზე მოსახვედრად დარჩენილი ორ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება .
ეს ინფორმაცია ინტერის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.
|