მარიო ბალოტელის აგენტმა, მინო რაიოლამ პრესაში აგორებული ჭორებს უპასუხა. როგორც იტალიური პრესა იტყობინებოდა, "ბარსელონასთან" დასრულებული შეხვედრის შემდეგ სუპერმარიოსა და მარკო მატერაცის შორის მცირე ინციდენტი მოხდა, კერძოდ კი იტალიელმა მცველმა, ახალგაზრდა ფეხბურთელს ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა.
როდესაც თანაგუნდელი გირტყამს, ეს ნორმალურია? – განაცხადა რაიოლამ Telelombardia-თან მიცემულ ინტერვიუში.
"მარიო თანაგუნდელის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს ყველაფერი, დღევანდელ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს, მატერაციმ გუნდში არსებული ავტორიტეტით ისარგებლა და გამოუცდელ ახალგაზრდას ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა. მიმდინარე ქმედება, სწორედ მარკოს დაბალ განვითარების დონეზე მიუთითებს და არა ბალოტელის ბავშვურ საქციელზე."
მიმდინარე ინციდენტი, მარიოს არადამაჯერებლმა თამაშმა გამოიწვია... სუპერმარიომ, მოედანზე შემოსვლის შემდეგ ძალიან უხეიროდ დაიწყო თამაში, იგი თანაგუნდელებს დაცვაში არ ეხმარებოდა და დიდი შრომით მოპოვებულ ბურთს დაუდევრად ეპყრობოდა, იგი მთელრიგ ეპიზოდებში გაუგონარ გადაწყვეტილებებს იღებდა, რამაც საბოლოოდ, როგორც თანაგუნდელების, ასევე "სან სიროზე" შეკრებილი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია.
|