გუშინდელი მატჩის შემდეგ მასიმო მორატიმ გააკეთა კომენტარი და ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მარცხისა მან თვითოეულ მოთამაშეს მიულოცა კარგი თამაში:
ბატონო მორატი გუშინ რა უთხარით ფეხბურთელებს თამაშის შემდეგ?
მე არ მისაუბრია გუნდთან, ვფიქრობ მათ ის გააკეთეს რაც შეეძლოთ, გუნდმა ისე ითამაშა რისი რესურსიც ქონდათ, რადგან თამაშის წინ იყო მძიმე მდგომარეობა ამხელა დანაკლისს კიდევ დაემატა კამბიასოს ტრამვა, რომელიც თამაშამდე რამოდენიმე წუთით ადრე მიიღო. მიუხედავად ამისა მათ კარგად ითამაშეს პირველი ტაიმი, ყველამ კარგად ითამაშა იმათმაც ვის კარგ თამაშსაც ვეჭვობდით, გაიტანეს ლამაზი გოლი ლამაზი კომბინაციით.ეს ყველაფერი იყო შესანიშნავი. აშკარა იყო, რომ ”რომა” თუ გაიტანდა სიტუაცია რთულდებოდა, მაგრამ ბიჭებმა ითამაშეს ბოლომდე.
ამის გამო დაისება სტრამაჩიონი? ფაქტია რომ გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია?
ეს ის სიტუაციაა სადაც მხოლოდ მწვრთნელს ვერ დაადანაშაულებ, გუნდის ეს მდგომარეობა ბევრმა მიზეზმა გამოიწვია.არსებობს ბევრი დაზიანება, სეზონის ბოლოს განიხილება ყველაფერი და ბევრი რამ შეიცვლება, მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში ყველა დამნაშავე ვართ გუნდის ამ მდგომარეობის გამო.
თქვენ იმედგაცრუებილი ხართ საპროტესტო აქციებით curva Nord-?
რას ნიშნავს საპროტესტო? ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი.
თქვენ უკვე დაიწყეთ ფიქრი რა იქნება მომავალში?
ჩვენ კიდევ დაგვრჩა 6 თამაში და დიდი იმედი მაქვს ჩვენ გვეყოლება სათამაშოდ საკმარისი ფეხბურთელები, იმისთვის რომ ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა.
სტრამაჩიონი იმსახურებს, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები სრული შემადგენლობით?
დიახ. ამას იმსახურებს ნებისმიერი მწვრთნელი, მაგრამ ჩვენ გვყავს 11 ტრამვირებული ეს ძალიან ბევრია, მითუმეტეს, რომ სუყველა ძირითადი შემადგენობიდანაა.