მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, მოურინიოს შემცვლელის ძიება დაიწყო. მისი განცხადებით პორტუგალიელის იდეალური შემცვლელი პეპ გუარდიოლა იქნებოდა, თუმცა ის ბარსადან სავარაუდოდ ჯერ არსად წავა. მორატიმ თვალი ასევე სკოლარისაც დაადგა. სავარაუდო კანდიდატებში მოხვდნენ სპალეტი და რობერტო ბაჯოც. თუმცა როგორც იტალიური პრესა იუწყება, ყველაზე რეალური კანდიდატი ფაბიო კაპელო გახლავთ. იგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და იტალიელი ჟურნალისტების აზრით სწორედ მის მოყვანას შეეცდება მორატი მთავარ მწვრთნელად.
|