ინტერის პრეზიდენტის და მფლობელის მასიმო მორატის ინტერვიუ, მორატიმ ისაუბრა ინტერის ამჟამინდელ მდგომარეობაზე:
რას იტყვით, როგორ ჩაატარა ”ინტერმა” გუშინდელი მატჩი?
გუშინ დავინახე 11 მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის, მათ აჩვენეს, მშვიდი და ყურადღებიანი თამაში. ეს არის ის რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე, ეს არის შანსი დავინახოთ იმ ფეხბურთელების შესაძლებლობები, რომლებმაც აქამდე ვერ შეძლეს საკუთარი თავის ჩვენება.
რას იტყვით როკის და ჯონათანის შესახებ?
როკის ხშირად აკრიტიკებდნენ და ახლა ის გახდა ”ინტერის” ერთერთი მთავარი მოთამაშე(იცინის) დიდ როლს თამაშობს მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჯონათანი ბოლო რამოდენიმე თამაშია კარგად თამაშობს ქმნის ბევრ სახიფათო მომენტს და ეხმარება გუნდს.
თქვენი ფოტო.. თქვენ ზიხართ მარტო ”ინტერის” თამაშზე, მიგატოვეს?
მე მიტოვებული.. (იცინის) მე არ ვიყავი მარტო ჩემს ირგვლივ უამრავი გულშემატკივარი იყო..(იცინის)
რონალდომ (ფენომენმა) ისაუბრა საკუთარ წასვლაზე ინტერიდან.. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
მე არ მინდოდა მისი წასვლა, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა, რონალდოს უნდოდა ”რეალში” თამაში, ვფიქრობ რომ ეს იყო სწორი. რატომ? იმიტომ რომ ის აღარ იყო ის რონალდო, რომელიც იყო მანამდე. მას უნდოდა თამაში ”მადრიდის რეალში” და წავიდა იქ სადაც გული მიუწევდა. ვიცი, რომ მას ძალიან უყვარს ”ინტერი”, დიდი მადლობა მას იმ ლამაზი სიტყვებისთვის რაც ჩემი მიმართულებით თქვა.
რას იტყვით ბრანკაზე? ბევრჯელ ისმის მის მიმართ კრიტიკა..
ჩემი პასუხი იგივეა რასაც აქამდე ვამბობდი... ეს არის უსამართლო კრიტიკა.. თქვენ არ იცით შიგნით რა ხდება და გამოგაქვთ უსამართლო განაჩენი.
რა არის უმთავრესი მიზანი?
დავასრულოდ სეზონი კარგად, ამისთვის საჭიროა ბოლომდე დავიხარჯოთ და სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
იწყება სტრამაჩიონის პროექტი?
იწყება სტრამაჩიონის პროექტი. რამდენჯერაც შემეკითხებით ამის შესახებ მე იმდენჯერ გიპასუხებთ ”დიახ”
თქვენ მიიღეთ მადლობის სიტყვები მანჩინისგან და ძაკერონისგან..
მანჩინის და ძაკერონის სიტუაციები იყო განსხვავებული. რობერტომ გადაწყვიტა წასვლა და შემდეგ მოხდა ის , რაც მოხდა. მანჩინიმ ყველაფერი გააკეთა კარგად ”ინტერში” და გადაწყვიტა სხვა გუნდში ემუშავა, შემდეგ მოვიდა მოურინიო.
ესეიგი შემდეგ სეზონი იწყება კვლავ სტრამაჩიონით?
”დიახ”