"ინტერის" შესაძლო მწვრთნელებს შორის სხვა კანდიდატებიც არიან: ჟოზე მოურინიო, ვლადიმერ პეტკოვიჩი და დიეგო სიმეონე, მაგრამ მთავარ კანდიდატად მაინც მაცარი რჩება. ამას მხოლოდ იტალიური პრესა იუწყება რაც მხოლოდ ჭორის დონეზეა გამომდინარე იქიდან რომ "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ რამოდენიმე დღის წინ პრესასთან გააკეთა კომენტარი კლუბში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"მე ვესაუბრე ანდრეას და მინდა გითხრათ, რომ ვენდობი მას. გაბრაზებული ვიყავი თუ არა სიენასთან მარცხის შემდეგ? შესაძლოა ვიყავი კიდეც. გულის სიღრმეში სიბრაზემ გაიელვა ჩემში, მაგრამ ისტერიკაში არ ჩავვარდნილვარ. ახლა მთავარია გავაგრძელოთ მუშაობა და ძალიან დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ მოახლოებული დერბის წინ ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვიქნებით"- განაცხადა პრეზიდენტმა
"