არგენტინელი ფორვარდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მუხლის სერიოზული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
"ნერაძურის" პრეზიდენტის მასიმო მორატის სიტყვებით, კლუბი თავისუფალი აგენტის ძებნას არ დაიწყებს, რომელიც "კლუჟთან" შეხვედრაში მძიმე ტრავმის მიმღები თავდამსხმელის დიეგო მილიტოს შეცვლას შეძლებს.
"ინტერში" მისაღები არაა ახალი ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრი მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ - მილიტოს შემცვლელის ძებნას ნამდვილად არ დავიწყებთ. დიეგოს ტრავმა - ეს გუნდისთვის ძალიან ძლიერი დარტყმაა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მილიტოს მოუვიდა, რადგან იგი სულ რაღაც რამოდენიმე დღის გამონჯამრთელებული იყო. ეპიზოდი ძალიან აღმაშფოთებელი იყო, თუმცა მისი მჯერა - მას საკმარისი ძალა აქვს იმისა, რომ გამონჯამრთელდეს, ვარჯიში განაახლოს და კვლავ ითამაშოს",
არ ვფიქრობ, რომ გუნდს კოლაფსი ელოდება. მილიტოს ტრავმა შემაშინებებელი იყო, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და თამაშს დაუბრუნდა. მომხდარი ძალებს შეგვმატებს უკეთესი თამაშისთვის. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და დადებით შედეგებს მივაღწიოთ. სეზონის მიზანი უცვლელი რჩება – ევროპის ლიგის თასის მოპოვება და „სერია ა"-ს მესამე პოზიციაზე დასრულებ
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ინტერის" კონკურენტმა "ლაციომ" მიროსლავ კლოზეს ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თავისუფალი აგენტი ფრანგი ფორვარდი ლუი საა გადაიბირა.