ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ ხმებს სასაცილოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ახალგაზრდა ფორვარდთან ხელშეკრულების გაგრძელება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
ბალოტელის გუნდთან ჯერჯერობით მიმდინარე კონტრაქტი აკავშირებს, რაც შეეხება მის გაგრძელებას, არ მესმის რა პრობლემაა. როგორც ფინანსურ, ისე სპორტულ ასპექტებში მის გემოვნებას სრულად ვაკმაყოფილებთ. მან იცის, რომ საჭირო ფეხბურთელია და მჯერა, სულ მალე თანამშრომლობის სურვილს თავადაც გამოთქვამს, – მოჰყავს მორატის სიტყვები ევროსპორტს.
|